რეზონანსი
03.11.2025

საქართველოს მთავრობისთვის უკეთესი იქნება, სარკეში ჩაიხედოს და დაინახოს რეალობა, რომ ისინი ამყარებენ ძალიან რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც მშვიდობიანი ხალხის, მედიის, ჟურნალისტების წინააღმდეგაა მიმართული, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა პრესკონფერენციაზე დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ევროკომისია ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგია.

„დარწმუნებული თუ ხარ შენს დემოკრატიაში, ქცევაში, მაშინ არ გჭირდება ოპონენტებისა და უდანაშაულო ხალხის ციხეში ჩასმა. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ყველანაირი ფორმის ძალადობის. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდეს დიალოგს საკუთარ საზოგადოებასთან და უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს ამ ძალადობის შემდგომი ესკალაცია“, - განაცხადა ჰიპერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×