რეზონანსი
03.11.2025

ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში ვიზალიბერალიზაციის ანგარიშს არ ეხება, ეს ორი განსხვავებული დოკუმენტია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომოტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, ევროკომისია ცალკე ანგარიშს სავარაუდოდ ნოემბერში გამოაქვეყნებს.

„გასული სამი-ოთხი წლის პრაქტიკა აჩვენებს, რომ, როგორც წესი, გაფართოების ანგარიშში ეს თემები არ შედის. შესაძლოა, ზოგადი საუბარი იყოს, რას აკეთებს საქართველო საზღვრის დაცვისა და კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით - საკითხებზე, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის ნაწილია. ინფორმაციული თვალსაზრისით, გარკვეული გადაკვეთა შეიძლება, იყოს, თუმცა ევროკომისიის რეკომენდაცია ამ ანგარიშში არ იქნება. ეს ანგარიშის მიზანი არ არის. ამ შეფასებებს ევროკომისიისგან სხვა ანგარიშში მოვისმენთ, რომელიც, სავარაუდოდ, ნოემბერში გამოქვეყნდება, ოღონდ ცოტა მოგვიანებით“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×