რეზონანსი
03.11.2025

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ნინო წილოსანის განცხადებით, „ევრონესტის“ რეზოლუციის ხელმომწერები არიან ის ცნობილი და ქართველების მტრად პოზიციონირებული ევროპარლამენტარები, რომელთაც არაერთხელ მიუღიათ მსგავსი რეზოლუცია.

„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეამ 31 ოქტომბერს რეზოლუცია გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა დემოკრატიის უკუსვლა აჩვენა.

წილოსანის თქმით, „ევრონესტის“ რეზოლუცია შინაარსისგან დაცლილია.

„სამწუხაროდ, იყვნენ სომეხი დეპუტატები, რომელთაც, ფაქტობრივად, საკუთარ პრემიერ-მინისტრს გამოუცხადეს უნდობლობა, რადგან სომხეთის პრემიერი საქართველოში ოფოციალურად და სხვადასხვა ვიზიტით იყო ქვეყანაში და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას შეხვდა. იმ რეზოლუციის მხარდაჭერით, სადაც საქართველოს ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე არის საუბარი, უნდობლობას საკუთარ პრემიერს უცხადებენ. ეს არგუმენტები ნათლად გვაჩვენებს, რამდენად უაზრო რეზოლუციაა, რომელიც შინაარსისგან დაცლილია, მისი მიზანია, საქართველოს დასაზიანებლად ერთი აგური დადონ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×