რეზონანსი
03.11.2025

კითხვა მაქვს თქვენთან: სახლში როგორ ჩერდებით, როცა ხედავთ დიდს თუ პატარას არ ინდობენ? გელოდებით დღეს, ან შემოგვიერთდით ან უკეთესი გზა გვასწავლეთ, - ამის შესახებ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„კითხვა მაქვს თქვენთან: ოპოზიციონერო პოლიტიკოსებო, მოაზროვნე ქართველებო, ერთგულო მამულიშვილებო, სახლში როგორ ჩერდებით, როცა ხედავთ დიდს თუ პატარას არ ინდობენ? რით ამშვიდებთ სინდისის ქენჯნას? ნუთუ ერთი საათითაც არ შეგიძლიათ გამოხვიდეთ და ეს საზიზღარი უსამართლობა გააპროტესტოთ რუსთაველზე?! დღეს საღამოს გამოდით რუსთაველზე და მეც და მოპროტესტე ხალხს გვითხარით თუ რამე უკეთესი გზა იპოვეთ. არ მჯერა, რომ მიატოვეთ საქართველო. გელოდებით დღეს, ან შემოგვიერთდით ან უკეთესი გზა გვასწავლეთ“,- წერს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×