რეზონანსი
02.11.2025

მას შემდეგ, რაც სააკაშვილის დაჯგუფება აღმოჩნდა ოპოზიციაში, ისეთი რამე აკეთეს ოპოზიციონერებმა სირცხვილი იყო მათთან გაერთიანება, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში ხელისუფლების მიერ შეტანილი სარჩელით ჩნდება ოპოზიციური ველის გასუფთავების შანსი.

„სარჩელით, რომელიც ხელისუფლებამ შეიტანა საკონსტიტუციო სასამართლოში ამ ნეგატიური, კანონის მიღმა მოქმედი პარტიების გაუქმებაზე, უკვე ბადებს იმის შანსს, რომ ოპოზიციური ველი გასუფთავდეს და რეალურად გახდეს შესაძლებელი ოპოზიციური ძალების შექმნა", - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო" პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×