რეზონანსი
02.11.2025

ქართული საფინანსო სისტემა და საბანკო სექტორი, ეროვნული ბანკის და კომერციული ბანკების ლიდერობით პირველივე დღიდან ზედმიწევნით ზუსტად იცავს საერთაშორისო სანქციებს, რომელიც შეეხება უშუალოდ სექტორს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი კვირა" „ბიზნეს ინსაიდერ საქართველოს" დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა სალომე ზურაბიშვილის და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან საფინანსო სექტორზე განხორციელებულ შეტევაზე საუბრისას.

მისივე თქმით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც გამომდინარე სანქციებიდან შეჩერდა ერთ-ერთი რუსული ბანკის, VTB ბანკის საქმიანობა.

„ამ პერიოდიდან მოყოლებული არ არსებობს არც ერთი მაგალითი, რომელიც რაიმე ტიპის კითხვას გააჩენდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ ქართულ საბანკო სისტემასთან მიმართებაში", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

ქართული საბანკო სექტორის შესახებ ცრუ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან" ინტერვიუში გაავრცელა და თქვა, რომ საჯარო მოხელეებზე ქართული ბანკები უპროცენტო სესხებს გასცემენ და თუ დავალებას კარგად შეასრულებენ სესხებს უნულებენ. ზურაბიშვილის ინტერვიუდან მალევე X-ზე „ქართუ ბანკის" და ქვეყნის სხვა ბანკების დასანქცირება მოითხოვა მიხეილ სააკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×