რეზონანსი
02.11.2025

თურქეთის უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო დროს დაწესებული დასავლური სანქციების საპასუხოდ მეტი რაოდენობით არარუსული ნავთობის შესყიდვა დაიწყეს.

ინფორმაცია Reuters-მა საკითხთან უშუალოდ დაკავშირებულ ორ პირსა და ინდუსტრიის რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.

წყაროების ცნობით, თურქეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, SOCAR Turkey Aegean Refinery-მ (STAR), რომელიც აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR-ს ეკუთვნის, ცოტა ხნის წინ დეკემბრის მიწოდებისთვის ერაყიდან, ყაზახეთიდან და სხვა არარუსული მწარმოებლებიდან ნავთობის ოთხი პარტია შეიძინა.

Reuters-ის გათვლებით, ეს არარუსული მარაგების 77,000-129,000 ბარელს შეადგენს დღეში, რაც იმას ნიშნავს, რომ SOCAR -ი ნაკლებ რუსულ ნავთობს გამოიყენებს.

კიდევ ერთი მსხვილი თურქული ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, Tupras, ზრდის არარუსული წარმოების ნავთობპროდუქტების შესყიდვებს.

წყაროების ცნობით, Tupras-ი, რომელიც თურქეთში ორ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ფლობს, სავარაუდოდ, მალე სრულად შეწყვეტს რუსული ნავთობის იმპორტს თავის ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, რათა გააგრძელოს საწვავის ექსპორტი ევროპაში ევროკავშირის ახალი სანქციების დარღვევის გარეშე.

თურქეთი რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ნავთობის შემსყიდველია ჩინეთთან და ინდოეთთან ერთად. 25 სექტემბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის ლიდერ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ მას სურს, რომ ანკარამ შეწყვიტოს რუსული ნავთობის შეძენა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×