რეზონანსი
01.11.2025

სინამდვილეში, გაყალბებული არის სწორედ ეს რეზოლუციები და არა არჩევნები საქართველოში, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ. დავით მათიკაშვილმა ამგვარად შეაფასა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები, რომელთაგან ერთ-ერთში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები „გაყალბებულად“, არჩეული ხელისუფლება კი „თვითგამოცხადებულად“ არის მოხსენიებული.

„სისტემატურად ყალბდება ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით ყველა მსგავსი რეზოლუცია, სადაც ობიექტური გარემოებებისგან სრულიად დაცლილი საკითხებია მოყვანილი. ზოგიერთი ევროპარლამენტარი ჩვენი ქვეყნისადმი მტრულ განწყობას ვერ მალავს. ამ ტექსტში კარგად იკითხება სურვილი, მოახდინონ ზეწოლა და ძალმომრეობა ჩვენს ქვეყანაზე, რომელსაც არანაირი შედეგი არ ექნება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

აღნიშნულ თემას დღეს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი განცხადებით გამოეხმაურა. „საქართველოსადმი მტრული, უსამართლო და პოლიტიკურად მიკერძოებული პოზიციებით ცნობილმა ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა რეზოლუციის ტექსტებში დაამატა ისეთი ჩანაწერები, რაც ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ქართული საზოგადოებისთვის“, - დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×