რეზონანსი
01.11.2025

პრეცედენტი, რომ პარტიები იკრძალება, ცუდია, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა. მისივე შეფასებით, უცნაურია „ლელოს“ რწმენა, რომ სასამართლო რაღაცას განიხილავს და დისკუსია შედგება.

„ზოგადად, პარტიების გაუქმება არასწორია, რადგან პარტიები სიტყვით უნდა დაამარცხო და არა პოლიციური ძალით. ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ეს ქმედება ასე თუ ისე პროგნოზირებადი იყო. რაც შეეხება შედეგებს, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი“ არც აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას და როგორც პარტია არც ფუნქციონირებენ, უბრალოდ, ადამიანთა ერთობლიობაა. მიუხედავად ამისა, თვითონ პრეცედენტი, რომ პარტიები იკრძალება, ცუდია, ხოლო „ლელოს“ რაღაც საკრალური რწმენა, რომ სასამართლო რაღაცას განიხილავს და დისკუსია შედგება, ცოტა უცნაურად გამოიყურება, თუ გავითვალისწინებთ, როგორ პოლიტიკური სისტემაში ვცხოვრობთ, როგორი სასამართლო სისტემა გვაქვს. არ მგონია, ამისგან რამე კარგი გამოვიდეს“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×