რეზონანსი
30.10.2025

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" მიერ პეტერ ფიშერზე დასმულ კითხვებს უპასუხა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის (VCDR) მე-3 მუხლის თანახმად, დიპლომატიური მისიის ერთ-ერთი ძირითადი ამოცანაა ყველა კანონიერი საშუალებით ინფორმაციის შეგროვება მიმღებ სახელმწიფოში არსებული პირობებისა და მოვლენების შესახებ და ამ ინფორმაციის წარმდგენი სახელმწიფოს მთავრობისთვის მიწოდება. ეს მოიცავს შეხვედრებს როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან.

რაც შეეხება, AFD-ს კითხვას იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერმა, ოპოზიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძისგან მაღალი ღირებულების უძრავი ქონება იქირავა, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ "არა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×