რეზონანსი
30.10.2025

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური მე-8 მოწვევის საკრებულოს გეგმებსა და მიზნებს მედიასთან გამოეხმაურა.

მისი თქმით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობისთვის მიცემული პირობების შესრულებისთვის მზაობა არის და „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თბილისი მომდევნო 4 წლის განმავლობაში უფრო მიმზიდველი და ლამაზი გახდეს. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მუდმივად ვპირდებოდით მოსახლეობას ამას და გვაქვს მზაობა და შესაბამისი კომპეტენცია. მჯერა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობით შევძლებთ ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნისა და დედაქალის განვითარებას“, - განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×