რეზონანსი
29.10.2025

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა საუდის არაბეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებას ერთ წელიწადში ელოდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მშვიდობისკენ მიმავალ გზაზე ვდგავართ და როგორც მშვიდობისმყოფელებმა, ეს უნდა განვახორციელოთ,“ - განაცხადა დმიტრიევმა, რომელიც ასევე რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის აღმასრულებელი დირექტორია, საუდის არაბეთის დედაქალაქ გამართულ საინვესტიციო კონფერენციაზე.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა უკრაინაში მშვიდობა ერთ წელიწადში, დმიტრიევმა უპასუხა: „მე ასე მჯერა.“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×