რეზონანსი
29.10.2025

ექსპერტი ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში, ბრალდებულ ნინო დათაშვილსთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ ყველა ვხედავთ თუ როგორ უკომპრომისო ბრძოლას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა დანაშაულთან მიმართებაში, მაგრამ არც ჰუმანური მიდგომები ავიწყდება, რისთვისაც მადლობა მათ.“

როგორც ფოჩხუა აღნიშნავს, დღევანდელი ხელისუფლების მუშაობის პრინციპი მაღალ სტანდარტზეა ასული.

„მიუხედავად ჩადენილი დანაშაულისა, რომელიც ყველა განვითარებულ ქვეყანაში ბევრად მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს, საქართველოს პროკურატურა ამ ქეისს მიუდგა ჰუმანურობის მაღალი სტანდარტით.

ყველა ვხედავთ თუ როგორ უკომპრომისო ბრძოლას აწარმოებს საქართველოს პროკურატურა დანაშაულთან მიმართებაში, მაგრამ არც ჰუმანური მიდგომები ავიწყდება, რისთვისაც მადლობა მათ.

აღარ მინდა პარალელი გავავლო სააკაშვილის პროკურატურის მუშაობასთან დღევანდელი პროკურატურის მუშაობა, მაგრამ არც დავიწყება შეიძლება.

დღევანდელი ხელისუფლების მუშაობის პრინციპი მაღალ სტანდარტზეა ასული, ადამიანი უპირველეს ყოვლისა.“ - წერს ფოჩხუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×