რეზონანსი
29.10.2025

არ მქონია თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია. თუ ქვეყანაში დაბრუნდება, ამას მხოლოდ მივესალმებით. მინდა მას ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა ვუსურვო“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, მიმდინარეობდა თუ არა თორნიკე რიჟვაძის მიმართ რაიმე სისხლის სამართლებრივი საქმე, ვინაიდან სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მცდელობამდე გავრცელებულ წერილში წერს, რომ აბრალებენ „კორუფციას და ბარიგების მფარველობას“, კალაძე აღნიშნავს, რომ „არანაირი სისხლის სამართლებრივი საქმე არ მიმდინარეობდა“.

ამასთან, დამაზუსტებელ კითხვაზე, ყოფილი მაღალჩინოსნების დაჭერასა და რიჟვაძეს შორის არის თუ არა კავშირი, კალაძე განმარტავს, რომ „რიჟვაძე კავშირში არ არის“.

„კორუფციასთან ბრძოლა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მიმართულება. თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებით შესაბამისმა უწყებამ გააკეთა განმარტება, დამატებით ვერაფერს ვიტყვი“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, 7 ივლისს, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. მას გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. ოჯახის მოთხოვნით, რიჟვაძე მკურნალობისთვის თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა და კითხვებს უპასუხებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×