რეზონანსი
29.10.2025

საპატრიარქოში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ეპარქიული კომისიის სხდომას, სადაც არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილია დაბარებული, მედია არ დაესწრება. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

კითხვაზე ხომ არ გეგმავს საპატრიარქო გადაწყვეტილების გადახედვას, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ აღნიშნა, რომ „ეს არ განიხილება“.

„თუ მედიის დასწრებას გულისხმობთ კომისიაზე, ეს არ განიხილება, გუშინ ამის შესახებ განცხადებაც გავავრცელეთ,“- აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ცნობისთვის, საპატრიარქოს საპატრიარქომ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ზნეობის კომისიაზე მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარა. საპატრიარქოს განმარტებით, დოროთეს მხრიდან ბოლო პერიოდში მასმედიის საშუალებებით გაკეთებულ განცხადებებსა და საჯარო გამოსვლებში იკვეთება დისციპლინური, ზნეობრივი და ცილისმწამებლური ხასიათის დარღვევები. არქიმანდრიტი დოროთე სხდომას არ დაესწრო, რის გამოც მან „მკაცრი გაფრთხილება“ მიიღო. მოგვიანებით განმარტა, რომ სხდომას იმ შემთხვევაში დაესწრებოდა, თუ იქ მედიის წარმომადგენლებიც იქნებოდნენ, თუმცა საქართველოს საპატრიარქოს გუშინ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ არ დაკმაყოფილდება არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის მოთხოვნა, რომ 29 ოქტომბერს, ეპარქიული კომისიის სხდომა მედიის თანდასწრებით გაიმართოს. საპატრიარქოს განმარტებით, დოროთე ყურაშვილის ეს მოთხოვნა დაუშვებელი და უპრეცედენტოა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×