
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ოპერტიული ღონისძიების შედეგად, ჩინეთის სამი მოქალაქე იქნა დაკავებული, ამ პირებს 2 კილოგრამი ბირთვული მასალის, ურანის უკანონო შეძენის მცდელობა ჰქონდათ განზრახული. დამნაშავეები ურანს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით, ჩინეთში უპირებდნენ გაგზავნას - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, თითქოს და მივეჩვიეთ, სუს-ის მიერ არა ერთ წარმატებულ ოპერერაციაზე ინფორმაციის მოსმენას, მაგრამ მისივე თქმით, “ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი ღონისძიება არ არის უბრალო ამბავი, მისი ჩატარება სწორედაც რომ მაღალ და კვალიფიციურ პროფესიონალიზმს მოითხოვს”.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული ოპერტიული ღონისძიების შედეგად, ჩინეთის სამი მოქალაქე იქნა დაკავებული, ამ პირებს 2 კილოგრამი ბირთვული მასალის, ურანის უკანონო შეძენის მცდელობა ჰქონდათ განზრახული. დამნაშავეები ურანს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით, ჩინეთში უპირებდნენ გაგზავნას. ჩვენ თითქოს და მივეჩვიეთ, სუს-ის მიერ არა ერთ წარმატებულ ოპერერაციაზე ინფორმაციის მოსმენას, მაგრამ დამეთანხმებით, რომ ზემოთ აღნიშნული სამართლებრივი ღონისძიება არ არის უბრალო ამბავი, მისი ჩატარება სწორედაც, რომ მაღალ და კვალიფიციურ პროფესიონალიზმს მოითხოვს. კიდევ ერთხელ მადლობა უნდა ვუთხრათ უსფრთხოების სანსახურს, რომელმაც ვინ იცის ამჯერადაც რა სახის უბედურებას გადარჩინა არა მარტო ჩვენი ქვეყანა”- წერს ნიკოლეიშვილი.