რეზონანსი
25.10.2025

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, არჩილ კოჭლამაზაშვილი აირჩიეს. ის საბჭოს წევრის თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრი მოსამართლეთა რიგით 36-ე კონფერენციაზე აირჩიეს.

დღევანდელ კონფერენციაზე, საბჭოს მოსამართლე წევრის ერთ ვაკანტურ ადგილზე, მხოლოდ ერთი კანდიდატი დასახელდა, რომელსაც მხარი 295-მა დელეგატმა დაუჭირა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წეევრის არჩევის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც საბჭოს ერთი წევრი, ლევან ნემსაძე უზენაესს სასამართლოში გადავიდა. ამ დროისთვის საბჭო უკვე სრულად არის დაკომპლექტებული და 15 წევრისგან შედგება. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 9 მოსამართლე წევრის ნაცვლად, ახლა უკვე საბჭოს შემადგენლობაში 12 მოსამართლე წევრი უნდა შეირჩეს, სამი კი არამოსამართლე წევრია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×