რეზონანსი
25.10.2025

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა „ფარას“ გამკაცრების კანონპროექტს, რომელიც შეერთებული შტატების სენატში დაინიცირდა. როგორც ცნობილია, აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთი სპონსორი სენატორი ჯეიმს რიშია.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ „ფარას“ გამკაცრებას ითხოვს ადამიანი, რომელიც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებით არის გამორჩეული.

„ჩვენ ვიხილეთ ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელიც აკრიტიკებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი „ფარას“ ანალოგს და ზუსტ თარგმანს საქართველოში. ამავდროულად კრიტიკა მოვისმინეთ პაველ ჰერჩინსკისგან მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ კანონის გამკაცრებას ითხოვს ადამიანი, რომელიც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებით არის გამორჩეული. ეს არის უსტანდარტობა, რომ როდესაც კანონი მნიშვნელოვანია ამერიკელი ხალხისთვის, თურმე ეს არ შეიძლება, მიღებული იყოს საქართველოში და თურმე ეს არის დემოკრატიული საწყისების ღალატი და უკან დახევა. შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ პაველ ჰერჩინსკის განცხადებებიდან გამომდინარე იგი აკრიტიკებს არა საქართველოში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედ კანონს“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში ინიცირებულია კანონპროექტი S.3050, რომელიც მიზნად ისახავს 1938 წლის „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტში“ (FARA) ცვლილებების შეტანას.

როგორც აშშ-ის კონგრესის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ცვლილებები შეეხება ამ აქტით გათვალისწინებული გამონაკლისების მოთხოვნების მოდიფიცირებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×