რეზონანსი
24.10.2025

დღეს რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი საბრალდებო სკამზე ზის, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს რეგალია, თანამდებობა, თანამდებობის პირი საქართველოში, რომელსაც გადაცდომა და კანონის დარღვევა ეპატიება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

„ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, როგორც ამას პროკურატურა გვეუბნება. ამის ირგვლივ მეტი რა შეიძლება, რომ ვთქვათ?! ბრალდების დასკვნაშიც იგივე წერია. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, დღეს რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი საბრალდებო სკამზე ზის, ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს რეგალია, თანამდებობა, თანამდებობის პირი საქართველოში, რომელსაც გადაცდომა და კანონის დარღვევა ეპატიება. მიმდინარეობს გამოძიება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროცესი დასრულებულია. დაველოდოთ გამოძიებას. იქნება არაერთი სასამართლო პროცესი და დადგინდება ჭეშმარიტება“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილს სასამართლომ 1 მილიონი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა - მან გირაო 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×