რეზონანსი
24.10.2025

როდესაც ხარ ელჩი და პირდაპირ ახალისებ ძალადობრივ ჯგუფებს, ექსტრემიზმს, პოლარიზაციის გაღრმავებას, ეს ძალიან მძიმეა, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ დამფუძნებლის, პატიმრობაში მყოფ ზვიად ცეცხლაძისთვის ევროკავშირის საელჩოს მიერ გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით.

„ჩვეულებრივი რადიკალები არიან. როდესაც ხარ ელჩი და პირდაპირ ახალისებ ძალადობრივ ჯგუფებს, ექსტრემიზმს, პოლარიზაციის გაღრმავებას, ეს ძალიან მძიმეა და შემთხვევითი არ არის იმიტომ, რომ პროცესები იმართება გარედან. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები. ის ზოგიერთი ელჩი, რომელიც პირდაპირ ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაშია ჩართული და შეიძლება ითქვას, რომ ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს, რა თქმა უნდა, არის იმ ძალადობრივი დაჯგუფების ნაწილი. მათ ჩვენს ქვეყანაში აქვთ თავიანთი სტატუსი და აკეთებენ იმას, რასაც ავალებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×