რეზონანსი
24.10.2025

რამდენიმე დღის პროცედურაა დარჩენილი. ტექსტზე მუშაობა დასრულებულია. ჩვენ და ჩვენი გუნდი ყოველთვის ვასრულებთ საზოგადოების დაკვეთას, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით დასმული კითხვების პასუხად.

დეპუტატის თქმით, ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს იხილავს საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოში.

„რამდენიმე დღის პროცედურაა დარჩენილი. ტექსტზე მუშაობა დასრულებულია. როგორი პასუხისმგებლობითაც მივუდექით საგამოძიებო კომისიას და ყველამ კარგად ვნახეთ როგორი საფუძვლიანი დასკვნა მომზადდა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს დასკვნა კონვერტირდეს ძალიან მყარ სარჩელში. ძალიან მნიშვნელოვან პროცესებს იხილავს ჩვენი საზოგადოება საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ და ჩვენი გუნდი ყოველთვის ვასრულებთ ჩვენი საზოგადოების დააკვეთას“, - აღნიშნა კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×