რეზონანსი
24.10.2025

რაც შეეხება სცენარის გაგრძელებას, იმ ქმედებების გაგრძელებას, რასაც ვადევნებთ თვალს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ეს არახალია არც ჩვენთვის, არც ჩვენი საზოგადოებისთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ, რადიკალების შეცვლილ გეგმასა და უცხოეთში გახშირებულ ვიზიტებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ჯერ კიდევ 2024 წელს წინასაარჩევნო კამპანიაში პირდაპირ იყვნენ ჩართულები ის ევრობიუროკრატები, ვისთანაც ახლა რადიკალები სცენარის გასაგრძელებლად „დარბიან“.

„პირდაპირ მოწოდებები ჰქონდათ, რომ არ უნდა აერჩია საზოგადოებას „ქართული ოცნება“. ამაზე ძალიან მკაფიო პასუხი გასცა საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, რეზოლუციებისა და შანტაჟის ენით საუბრის შემდეგ, რადიკალებს და მათ პატრონებს დარჩენილი აქვთ ბოლო იარაღი, რაც ვიზალიბერალიზაციას უკავშირდება და ცდილობენ მის გამოყენებას.

„დარჩათ ერთი შანტაჟის იარაღი და რა თქმა უნდა აამოქმედეს ახლა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

შეგახსენებთ, რომ მორიგი მარცხის შემდეგ ოპოზიციამ საკუთარი ქვეყნის დასჯის სურვილით ისევ უცხოური ტურნე დაიწყო. ვერშემდგარი რევოლუციონერები ვიზალიბერალიზაციით შანტაჟს უბრუნდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×