რეზონანსი
23.10.2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით მას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიესაჯა.

აფგან სადიგოვს შსს 18 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.

„მე ბოლომდე ქართველი ხალხის გულშემატკივარი ვარ, რომელთა უფლებებიც ირღვევა. ივანიშვილი დიქტატურისკენ მიაქანებს საქართველოს. ივანიშვილს ვინც ეთანხმება, ისიც დიქტატურას უჭერს მხარს. რატომ იმ ფაქტებს არ იძიებთ, რასაც ადამიანების წინააღმდეგ სჩადიან? ივანიშვილია დასასჯელი. ერთი წელი შეგიძლია მომისაჯოთ, რადგან, რომ გამოვალ, მაშინვე აქციაზე გავალ. დიქტატურის მხარდამჭერი ნუ იქნებით. ივანიშვილი დიქტატორი, ბოლომდე!",- განაცხადა აფგან სადიგოვმა.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, 18-19 ოქტომბერს შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციულად უკვე 14 პირია დაკავებული, ხოლო კანონდარღვევის 53 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც სამართალდამრღვევია 42 პირი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×