რეზონანსი
23.10.2025

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შევხვდით იმიტომ, რომ 50 აკაცუკის აქციაზე 51-ე აკაცუკად დადგა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მან თქვა, რომ ის იყო არა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ის იყო აკაცუკი.

"ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შევხვდით იმიტომ, რომ 50 აკაცუკის აქციაზე 51-ე აკაცუკად დადგა. როგორ შეიძლება ასეთ ადამიანს შეხვდე. მან თქვა, რომ ის იყო არა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ის იყო აკაცუკი. ეს გვითხრა და ვეღარ შევხვდით, იმიტომ, რომ აკაცუკთან მოლაპარაკებას  აზრი არ აქვს. ჩვენ გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, თუმცა, ხელში შეგვრჩა აკაცუკი", - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×