
გლდანის რაიონში საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში და მიმდებარედ ყოველდღიურად გვხვდება სამშენებლო და მწვანე ნარჩენი, ძველი ავეჯი, ნივთები, მეორადი საბურავები.
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა, სპეცტექნიკის საშუალებით, გლდანის რაიონში ათობით მისამართიდან გაიტანეს უკანონოდ განთავსებული სარემონტო და სხვა არასაყოფაცხოვრებო ნარჩენი.
ქუჩებში, ურნებთან, ფერდობებზე, გამწვანებულ ტერიტორიებზე, ქალაქის შემოგარენში სამშენებლო/ინერტული და საავტომობილო ნარჩენის, ძველი ავეჯის, ნივთების განთავსება აკრძალულია. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.
მოსახლეობას მოვუწოდებთ, არ განათავსოთ უკანონოდ არასაყოფაცხოვრებო ნარჩენი და ისარგებლეთ ხელსაყრელი მუნიციპალური სერვისებით. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდებზე - https://tgservice.ge, https://www.tbsg.ge
გაუფრთხილდი შენს ქალაქს, იზრუნე გარემოზე!