რეზონანსი
23.10.2025

სახაროვი - ადამიანი, რომელიც ღიად ემხრობოდა საქართველოს დაშლას და მხარს უჭერდა სეპარატისტებს. ევროკავშირმა კი მის სახელზე დაწესებული პრემია გადასცა აქტივისტს, რომელმაც ქართველ პოლიციელზე იძალადა. აი, ესაა მათი „ღირებულებები“ - თუ საქართველოს ერთიანობას ეწინააღმდეგები, გმირი ხარ, თუ პოლიციელს ურტყამ, ადამიანის უფლებების ჩემპიონი ხარ, თუ ქვეყნის კანონს იცავ, მაშინ „რეჟიმის მსახური“ ხარ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

მისივე შეფასებით, სახაროვის პრემია დღეს იქცა არა თავისუფლების სიმბოლოდ, არამედ ანტისახელმწიფოებრივი საქციელის ჯილდოდ.

„სახაროვი - ადამიანი, რომელიც ღიად ემხრობოდა საქართველოს დაშლას და მხარს უჭერდა სეპარატისტებს.

ევროკავშირმა კი მის სახელზე დაწესებული პრემია გადასცა აქტივისტს, რომელმაც ქართველ პოლიციელზე იძალადა.

აი, ესაა მათი „ღირებულებები“ - თუ საქართველოს ერთიანობას ეწინააღმდეგები, გმირი ხარ, თუ პოლიციელს ურტყამ, ადამიანის უფლებების ჩემპიონი ხარ, თუ ქვეყნის კანონს იცავ, მაშინ „რეჟიმის მსახური“ ხარ.

სახაროვის პრემია დღეს იქცა არა თავისუფლების სიმბოლოდ, არამედ ანტისახელმწიფოებრივი საქციელის ჯილდოდ და თუ ვინმეს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითია - ძალიან ცდება.

ეს უკვე პოლიტიკურად შეფუთული დაკვეთაა:

დაასუსტე საქართველო, დააფინანსე ქაოსი, და მერე დააჯილდოვე „თავისუფლებისთვის", - წერს ქადაგიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×