
რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
პოლიციამ პარლამენტთან აქციის მონაწილეები მას შემდეგ დააკავა, რაც ისინი საავტომობილო გზის გახსნასთან დაკავშირებით სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ.
მანამდე, აქციის რამდენიმე მონაწილესა და ავტომობილების მძღოლებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა. რამდენიმე ადამიანი ავტომობილებს გავლის საშუალებას არ აძლევდა, აქციის ერთ-ერთი მონაწილე კი, საპატრულო პოლიციის მანქანაზე ავიდა.
რუსთაველის გამზირზე ამჟამად მოძრაობა აღდგენილია და პარლამენტთან აქცია გრძელდება.
ადგილზე კვლავ რჩებიან სამართალდამცველები, რათა, მათი თქმით, თავიდან იქნას აცილებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.