
ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ლილი გელაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა. როგორ მან აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილი ემზადება საგანგებო განცხადების გასაკეთებლად, რათა თავად გასცეს ყველა კითხვას პასუხი.
ადვოკატმა დააკონკრეტა, რომ უკანონო შემოსავლების აღიარება არ ნიშნავს, რომ ექსპრემიერი კორუფციას აღიარებს.
"ჩვენ მოწმის სახით ვიყავით გამოკითხვაზე, გაგიგიათ და მეც გიდასტურებთ. დანარჩენ ფაქტებთან დაკავშირებით, ერთია, გამოიძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რას განაცხადებს ბრიფინგზე, მაგრამ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ [განცხადების გაკეთებისგან].
ყველაფერთან დაკავშირებით თავად ირაკლი ღარიბაშვილი გააკეთებს განცხადებას. გქონდეთ ამის მოლოდინი და დეტალურად ახსნის ყველაფერს.
უახლოეს დღეებში დეტალურად ახსნის, რა იყო, რა ამოიღეს, რა არ ამოიღეს და რა არის ნაჩვენები, რომელიც საერთოდ სიმართლეს არ შეესაბემება. რა ხდება და რატომ ხდება ამას აუცილებლად გაეცემა პასუხი. ის, რაც ნაჩვენები იყო, ეს არ შეესაბამება სიმართლეს... ამოღებული ნივთები.
არავითარ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს კორუფციის აღიარებას. ეს არის აბსოლუტურად სხვა დეფინიცია. ერთია რა განაცხადეს ბრიფინგზე, მეორეა, ის რომ თქვენ ერთი მხარე მოისმინეთ მხოლოდ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს. თქვენ ჩვენება ხომ არ მოგისმენიათ, შესაბამისად, რა აღიარა და რა არა, არ იცით! ამ ეტაპზე ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით. “, - განუცხადა "ტვ პირველს" ლილი გელაშვილმა.