რეზონანსი
22.10.2025

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აპირებს სომხურ სამოციქულო ეკლესიას ჩამოართვას ის ეკლესიები, რომლებიც მთავრობის ბალანსზეა.

„ოვანავანქი ბევრი სხვა ძეგლის მსგავსად, მთავრობის საკუთრებაა. არაერთი ეკლესია სომხურ სამოციქულო ეკლესიას უსასყიდლოდ გადაეცა. სადაც სულიერი ცხოვრება არ არის, ახალგაზრდა ყალბი ადამიანები შეთქმულებას აწყობენ და მოქმედებენ, არსებობს ყველა სამართლებრივი და მორალური საფუძველი ამ ძეგლების საზოგადოებისთვის დასაბრუნებლად“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, კტრიჩ ნერსისიანი (სომხეთს პატრიარქი) დიდი ხნის წინ განკვეთილია, რომელმაც მისნაირ განკვეთილთა ჯგუფთან ერთად სამოციქულო ეკლესია დაიპყრო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×