რეზონანსი
22.10.2025

პარიზში, ლუვრის მუზეუმის გაქურდვის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა ცნობილია. პარიზის პროკურორმა, ლაურა ბეკომ განაცხადა, რომ ქურდებმა, დაახლოებით 88 მილიონი ევროს (102,63 მილიონი აშშ დოლარის) ღირებულების სამკაულები მოიპარეს. ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

"მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ეკონომიკური ზარალია, მაგრამ ეს არაფერია იმ ისტორიულ ზიანთან შედარებით, რომელიც ამ ქურდობით იყო გამოწვეული", - განაცხადა პროკურორმა მედიასთან.

ცნობისთვის, მსოფლიოს უდიდეს მუზეუმში ტექნიკური თანამშრომლის უნიფორმაში ჩაცმული ორი პირი მობილური ამწეს დახმარებით შეიჭრა. მძარცველებმა ფანჯარა ჩატეხეს და საგამოფენო დარბაზში შეაღწიეს.

ოპერაციის დროს, დამნაშავეებს კიდევ ორი შენიღბული პირი მდინარე სენასთან, სკუტერებით ელოდებოდა. ჯგუფმა შენობაში შესაღწევად ფასადის ის ნაწილი აარჩია, რომელიც მდინარის პირდაპირ მდებარეობს და სადაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

"აპოლონის" გალერეიდან, მძარცველებმა, სულ 9 ისტორიული მნიშვნელობის ექსპონატი გაიტანეს. ნაძარცვს შორისაა ნაპოლეონ ბონაპარტის და მისი მეუღლის კუთვნილი სამკაულები და საიმპერატორო ატრიბუტები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×