რეზონანსი
21.10.2025

ქვეყანაში ექსტრემისტული ჯგუფები მოქმედებენ, რომლებიც დახელფასებული არიან და ამას დიდი ანალიტიკა არ სჭირდება, დღე არ გავა, რომ ფაქტები არ ვნახოთ, თუ როგორ ხდება კანონის გვერდის ავლით მათი დაფინანსება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ექსტრემისტული ჯგუფები მოქმედებენ, რომლებიც დემონსტრაციულად მიჰყვებიან იმ ბინძურ სცენარს, რომელიც მიღებული აქვთ.

„მათ წინააღმდეგ კანონი სრული სიმკაცრით მოქმედებს. პროტესტი გამოხატონ, რამდენი ხანიც უნდათ. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დასჯადი არ არის, დასჯადია ის კანონდარღვევა, რომელსაც ყოველდღე გვთავაზობენ. პრობლემა არ არის, წლები იდგნენ, ოღონდ კანონის ფარგლებში. კანონს ნუ დაარღვევენ. თუ ფიქრობ, რომ ოცმა კაცმა პრობლემა უნდა შეუქმნას მილიონნახევრიან ქალაქს, ამას პასუხს გავცემთ. თუ საპროტესტო აქცია იმ მასშტაბის იქნება, რომ საფეხმავლო გზაზე ვერ ეტევიან და საჭიროა გზის გადაკვეთა, აქ პრობლემა არ არის და ეს გვინახავს. როცა მიზანმიმართულად დარბიან და სხვა მოქალაქეებს დისკომფორტს უქმნიან, ეს კანონით დაისჯება“, – განაცხადა კირცხალიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×