რეზონანსი
21.10.2025

"ქართული ოცნება" ISFED-ის ახალ კვლევას, მანიპულაციურ სტატიად და ონლაინმედიაზე თავდასხმად აფასებს. ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში, რომელშიც საუბარია 25 საინფორმაციო სააგენტოზე, რომლებიც, ISFED-ის მტკიცებით, "ქართულ ოცნებასთან" პირდაპირ ან ირიბად არიან დაკავშირებული. სტატიაში წერია, რომ 2019-2025 წლებში მმართველმა პარტიამ 22 ორგანიზაციას მთლიანობაში მილიონ-ნახევარი ლარი გადაუხადა.

ამ მედიაორგანიზაციებსა და "ქართულ ოცნებაში" ISFED-ის მანიპულაციებზე საუბრობენ. აცხადებენ, რომ კვლევის ავტორებმა კონტრაქტები, შეგნებულად, 6 წელზე გადაამრავლეს, რომ მასშტაბური თანხის ჯამი მიეღოთ.

მმართველმა გუნდა ISFED-ს პარალელური ხმის დათვლის გაყალბებული შედეგები კიდევ ერთხელ შეახსენა.

"თუ რამეში "ქართული ოცნება" ფულს იხდის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის გამჭვირვალე და აბსოლუტურად ყველანაირი ანგარიშის ჩაბარება ხდება შესაბამისი უწყებისთვის. კონკრეტულად, ISFED-ი, როდესაც რაღაცაზე საუბრობს, მოდი გადავხედოთ, რა აქვს მას ჩადენილი, 2020 წელს პირდაპირ გააყალბა პარალელური ხმების დათვლა, შემდეგ მოუწიათ ამის აღიარება. 2024 წელს საერთოდ არ გამოუქვეყნებიათ პარალელური ხმების დათვლის შედეგები და არ სურდათ, რომ დაედასტურებინათ თავიანთი მხრიდან. შესაბამისად, ეს არის თაღლითური ორგანიზაცია და მათ მორალური უფლებაც კი არ გააჩნიათ, რომ რაიმე შეაფასონ. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში არიან ისეთი ონლაინ თუ სატელევიზიო მედიასაშუალებები, რომლებიც ობიექტურად აშუქებენ ინფორმაციას. შესაბამისად, ეს ამ აგენტურის დღის წესრიგში ვერ ჯდება და ყველანაირი გზებით ცდილობენ, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ ასეთი ტიპის მედიების," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×