რეზონანსი
21.10.2025

სწორედ ევროკომისიის პრესსპიკერმა გააკეთა ოფიციალური განცხადება, სადაც პირდაპირ მხარი დაუჭირა დამხობის აქციას, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, ევრო ბიუროკრატების პასუხისმგებლობა არის, რომ გაემიჯნონ და დაგმონ ის, რაც ხდებოდა 4 ოქტომბერს.

„ერთსულოვნება არ არის საქართველოს დასანქცირებასთან დაკავშირებით, რადგან ევროკავშირში რჩებიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც ატარებენ სუვერენულ პოლიტიკას და არ ექვემდებარებიან „დიფ სთეითის“ მითითებებს. იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცებს გადახედავენ და შეიძლება კონკრეტული ჯგუფები, პოლიტიკოსები დასანქცირდნენ, ან ვიზის გარეშე დარჩნენ, ჩვენთვის ამას აბსოლუტური მნიშვნელობა არა აქვს“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

საქართველოსთან მიმართებით სანქციებზე შეთანხმება ვერ შედგა. ევროპულ გაერთიანებაში ამ ინიციატივას საჭირო რაოდენობის მხარდამჭერები ისევ არ გამოუჩნდნენ. ამის პარალელურად, ბრიუსელი კვლავ არ გმობს 4 ოქტომბერს საქართველოში განვითარებულ ძალადობრივ პროცესებს, რაც მმართველი გუნდისთვის ნათლად ასახავს კონკრეტული ევრო ბიუროკრატების მიზნებს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×