რეზონანსი
20.10.2025

20-30 ადამიანს საშუალებას არ მივცემთ თბილისის მოსახლეობაზე იძალადონ და დისკომფორტი შეუქმნან, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა

„ამიტომ, პირველ რიგში პოლიციის მხრიდან იქნება გაფრთხილება, როდესაც მცირე ჯგუფი შეეცდება რომ ცენტრალური გამზირი გადაკეტოს, ხოლო თუ ისინი მაინც შეეცდებიან რომ იმავნებლონ, ამ შემთხვევაში სამართალდამცავი უწყებები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

პარლამენტმა 16 ოქტომბერს მხარი დაუჭირა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას. ცვლილების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი აქციის ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×