რეზონანსი
20.10.2025

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოჩნდა.

სამართალდამცველები დემონსტრანტებს გზის სავალი ნაწილიდან გადასვლისა და საავტომობილო გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებდნენ.

მოგიწოდებთ გადახვიდეთ გზის სავალი ნაწილიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები", - მიმართა პოლიციამ აქციის მონაწილეებს, რასაც დემონსტრანტების მხრიდან შეძახილები და სტვენა მოჰყვა.

"ბოლომდე, ბოლომდე", - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები.

ამ წუთებში პარლამენტთან საავტომობილო გზა კვლავ გადაკეტილია, აქციის მონაწილეები ადგილზე რჩებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×