რეზონანსი
20.10.2025

გახარია არსად არც შესულა და არც გამოსულა. ის და მისი პარტია პარლამენტში იყვნენ, მაგრამ იყვნენ ე. წ. ბოიკოტის რეჟიმში და აცხადებდნენ, რომ არ იყო ლეგიტიმური პარლამენტი. ახლა ვკითხოთ გახარიასა და მის წარმომადგენლებს - ეს პარლამენტი როდიდან გახდა მათთვის ლეგიტიმური?!, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, რითაც გიორგი გახარიას პარტიის პარლამენტში შესვლას ეხმაურება.

მისივე თქმით, გახარიას პარტიის რეიტინგი თითქმის ნულამდე დავიდა მისივე არასწორი ნაბიჯების გამო.

„თვითონ გაიქცა და ამბობდა რომ გერმანიაში რაღაც მოლაპარაკებებზე იყო, რამდენიმე თვეა უკვე იქაა და საინტერესოა, რა მოლაპარაკებებზეა წასული?! ამ დიდ მოლაპარაკებებში ნახა ის, რომ მისი პარტიის რეიტინგი ნულამდეა დასული და ახლა გადაწყვიტა, რომ იქნებ პარლამენტში შესვლამ უშველოს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

გიორგი გახარიას პარტიამ პარლამენტში მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×