რეზონანსი
20.10.2025

მინისტრებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ საქართველოში კანონის უზენაესობასa და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესებას განაგრძობს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კალასის თქმით, ევროპელი ელჩების წინააღმდეგ პერსონალური თავდასხმები მიუღებელია და ამას ადგილი არ უნდა ჰქონდეს დიპლომატიაში.

„ევროკომისია მიმდინარე წელს, მოგვიანებით წარადგენს ანგარიშს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით. ნოემბერში ძალაში შევა ახალი სავიზო რეგულაციები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი გარკვეული ჯგუფებისთვის“, – განაცხადა კალასმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×