რეზონანსი
20.10.2025

ხელმოწერილი მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოს შინაგან საქმეთა და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროებს შორის არსებული საპოლიციო თანამშრომლობის გაფართოებას, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ორივე ქვეყნის მიგრაციის დეპარტამენტებსა და პოლიციის აკადემიებს შორის მოხდება სამუშაო გამოცდილების გაცვლა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში, შს მინისტრის, გეკა გელაძისა და ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ გვირის მიერ თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას. 

მისივე თქმით, თუკი ასეთ გამრუდებულ ვითარებას ექნებოდა ადგილი, ისრაელი არათუ თანამშრომლობის მორიგ დოკუმენტს გააფორმებდა ჩვენს ქვეყანასთან, არამედ უპრობლემოდ გააბრუნებდა საზღვრიდან საქართველოს დელეგაციას, ვინაიდან, მსგავს პრაქტიკას ოფიციალური იერუსალიმი ხშირად ახორციელებს ანტიისრაელელი დასავლელი აქტორების მიმართ.

„შს მინისტრის გეკა გელაძისა და ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრის, იტამარ ბენ გვირის მიერ თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერაც ცხადყოფს თუ რა სიბნელეშია ნაცპროპაგანდა, თითქოს საქართველოს მთავრობა ისრაელის მტრების მოკავშირეა.

თუკი ასეთ გამრუდებულ ვითარებას ექნებოდა ადგილი, ისრაელი არათუ თანამშრომლობის მორიგ დოკუმენტს გააფორმებდა ჩვენს ქვეყანასთან, არამედ უპრობლემოდ გააბრუნებდა საზღვრიდან საქართველოს დელეგაციას. მსგავს პრაქტიკას ოფიციალური იერუსალიმი ხშირად ახორციელებს ანტიისრაელელი ევროპარლამენტარებისა და სხვა დასავლელი აქტორების მიმართ. 

ხელმოწერილი მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოს შინაგან საქმეთა და ისრაელის სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროებს შორის არსებული საპოლიციო თანამშრომლობის გაფართოებას, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ორივე ქვეყნის მიგრაციის დეპარტამენტებსა და პოლიციის აკადემიებს შორის მოხდება სამუშაო გამოცდილების გაცვლა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.“ - წერს აბაშიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×