რეზონანსი
20.10.2025

ეს არის ფაქტი და დადასტურება იმის, რომ ევროპული სტრუქტურები საქართველოში შიდა ტერორიზმს ასპონსორებენ, რაც ძალიან სამწუხაროა, - განუცხადა „ქრონიკას“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ხელოვნური პროტესტის დაფინანსების მორიგ სქემასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, პირველ რიგში ეს ვნებს ევროპული სტრუქტურების იმიჯსა და რეპუტაციას საქართველოში.

„როგორც ჩანს ევრობიუროკრატებს საერთოდ არ ადარდებთ ევროპული სტრუქტურების რეპუტაცია. ფარისევლობის საკმაოდ დიდ მასშტაბთანაც გვაქვს საქმე, ვინაიდან აპელირებენ, რომ თითქოს ადამიანებს ეხმარებიან და სინამდვილეში დამხობას, პოლარიზაციას და ძალადობას აფინანსებენ ამ ყველაფრით. მეორე საკითხია, რომ აქაც ჩვენ ვხედავთ შესაბამის ორგანიზაციებს ბენეფიციარებად, რომლებიც პირდაპირ დამხობით არიან დაკავებულები. სხვა საკითხია, რომ საბოლოო ჯამში თვითონ ემხობიან“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე ხელოვნური პროტესტის შესანარჩუნებლად ევროკომისია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მილიონობით ლარის გამოყოფას განაგრძობს. გაშიფრულია მორიგი სქემა. უნივერსიტეტების მსგავსად სარგებლობენ „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის“ კანონით დაშვებული გამონაკლისით. ევროკომისიიდან თანხის მიმღები და შემდგომ ფინანსების საქართველოში გადამანაწილებელი არის არასამთავრობო ორგანიზაცია: „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×