რეზონანსი
20.10.2025

ძარცვის შემდეგ ლუვრის მუზეუმი ორშაბათსაც დაკეტილი დარჩება. ამის შესახებ მუზეუმის პრესსპიკერმა განაცხადა. მანამდე ვებგვერდზე გავრცელდა განცხადება, რომ მუზეუმი ორშაბათს დაგვიანებით გაიხსნებოდა, თუმცა რამდენიმე დარბაზი დახურული იქნებოდა.

პარიზის ლუვრის მუზეუმში ძარცვა კვირას მოხდა, რამდენიმე ნიღბიანი  პირი მუზეუმში ამწის მეშვეობით ფანჯრიდან შეიჭრა, ფასდაუდებელი სამკაულები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მოტოციკლებით გაიქცნენ.

პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, ძარცვას ექვსიდან შვიდ წუთამდე დასჭირდა და მასში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც უიარაღო იყვნენ. დამნაშავეებმა საფრანგეთის სამეფო გვირგვინის კოლექციიდან ცხრა ნივთი წაიღეს, საიდანაც ერთ-ერთი – ნაპოლეონ მესამის მეუღლის გვირგვინი, გაქცევის დროს დაკარგეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×