რეზონანსი
19.10.2025

სასამართლომ მიიღო ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ვახო სანაიას მიმართ, რომელსაც დღემდე არცერთი სამართალდარღვევა არ ჰქონია , - ამის შესახებ ტელეკომპანია "ფორმულას" ტელეწამყვანის, ვახო სანაიას ადვოკატმა, თორნიკე მიგინეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ თუ ვახო სანაია თანახმა იქნება.

"სასამართლომ მიიღო ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, 6-დღიანი პატიმრობა მიესაჯა ვახო სანაიას, ჟურნალისტს, ადამიანს, რომელიც უკვე 300 დღეზე მეტია მონაწილეობას იღებს პროტესტში და არცერთი სამართალდარღვევა არ ჰქონია დღემდე. ვახომ აღნიშნა, რომ თუ მას ხელოვნურად ენდომებოდა გზის გადაკეტვა, ამას აქამდეც გააკეთებდა.

დღევანდელი გადაწყვეტილებით სასამართლომ ხელი შეუწყო იმ საფუძვლებს, რომლებსაც ჩვენ უახლოეს მომავალში ვნახავთ სავარაუდოდ აქტივისტების მისამართით. ეს არის სისხლის სამართლის წესით დევნა გზის გადაკეტვისათვის.

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი ის 7 დღის განმავლობაში მცხეთის იზოლატორში იქნება გადაყვანილი.

პროცესამდე ვახოსთან შეხვედრის საშუალება არ მომეცა, არც მტკიცებულებები გვქონდა გადმოცემული. იყო წერილობითი და ვიდეო მტკიცებულებები. ადმინისტრაციული ორგანო ცდილობდა ეჩვენებინა, რომ გადაკეტვის მცდელობა აქტივისტებს 20:00 საათზე ჰქონდათ, თუმცა ვახოს კადრი წარმოდგენილი იყო 20: 22 საათზე", - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "ფორმულას" ტელეწამყვანი, ვახო სანაია 18 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას 6 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×