რეზონანსი
19.10.2025

ექსპერტი დავით ჩიხელიძე ვახო სანაიას დაკავებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „ფორმულას" მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში აფასებს.

ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ თუ სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანია, ის რადიკალიზმით არ უნდა იყოს სავსე და ქუჩას უკანონოდ არ უნდა კეტავდეს, არამედ ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს.

„ტელეკომპანია „ფორმულამ" განცხადება გაავრცელა ვახო სანაიას დაკავების შემდეგ. განცხადებაში წერია - „სანაია მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანია და ახლა ის ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს"...

მე კი, ჩემი მხრივ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ თუ ვახო სანაია მთავარი საინფორმაციო გადაცემის წამყვანია, ის ეთერისთვის უნდა ემზადებოდეს და არა რადიკალიზმით იყოს დაკავებული. ეთერისთვის ემზადებოდეს და არა უკანონოდ კეტავდეს ქუჩას!", - წერს დავით ჩიხელიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×