რეზონანსი
19.10.2025

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ დაკავებული ლევან მარგიანი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ლევან მარგიანი შსს-ს თანამშრომლებმა სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ შსს-ს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო ლევან მარგიანს 18 ოქტომბერს საღამოს საათებში, რუსთაველის გამზირის „ხელოვნურად გადაკეტვას" ედავება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე 18 ოქტომბერს მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 14 სამართალდამრღვევი პირი დააკავეს, ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს 13 პირის მიმართ.

შსს-ს თანახმად, რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, „დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა", რითაც დაარღვიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა. ასევე, "დემონსტრანტების ნაწილს ჰქონდა შენიღბული სახე, რაც, ასევე, კანონდარღვევას წარმოადგენს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×