რეზონანსი
19.10.2025

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქტივისტ ნინო სვანიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

მას შინაგან საქმეთა სამინისტრო 18 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.

ადვოკატის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-11 მუხლისა და მე-11 მუხლის პრიმა ნაწილის დარღვევას ედავება, რომელიც გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვას გულისხმობს, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა.

ცნობისთვის, პოლიციამ 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციასთან დაკავშირებით, დილიდან რამდენიმე პირი დააკავა, დაკავებულთა შორის არიან აქტივისტები, ლარა ნაჭყებია და ნინო სვანიძე. სოციალურ ქსელში ვრცელდება კიდევ რამდენიმე პირის დაკავების ან პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შესახებ ცნობები, მათ შორის არიან ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ვახო სანაია და „ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×