
„ჰამასი" მწარე გამოცდილებით ისწავლის, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები არ დაუშვებენ ჯარისკაცებისთვის ზიანის მიყენებას, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
„ჰამასი" დღეს მწარე გამოცდილებით ისწავლის, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, დაიცვან თავიანთი ჯარისკაცები და თავიდან ააცილონ ნებისმიერი ზიანი", - განაცხადა ისრაელ კაცმა.
ისრაელ კაცის თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებს დაავალა, „გადამწყვეტად იმოქმედონ ღაზაში „ჰამასის" ტერორისტული სამიზნეების წინააღმდეგ".
„ჰამასი" მძიმე ფასს გადაიხდის ნებისმიერი სროლისა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევისთვის და თუ ამ გზავნილს არ გაიგებენ, ჩვენი მხრიდან რეაგირების ინტენსივობა გაიზრდება", - განაცხადა ისრაელ კაცმა.