რეზონანსი
19.10.2025

მმართველმა პარტიამ მოამზადა საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც ეფუძნება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგებს, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარტია „ხალხის ძალის" საერთაშორისო მდივანმა, დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობას", მასთან დაკავშირებულ პარტიებს და ადამიანებს, რომლებიც უსასტიკესი დანაშაულებების მონაწილეები იყვნენ, უნდა გაეცეთ სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხი.

„მმართველმა პარტიამ მოამზადა საკონსტიტუციო სარჩელი, რომელიც ეფუძნება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგებს. კომისიის დასკვნა შეიცავს უამრავ ამაზრზენ და სასტიკ ფაქტს. რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა", მასთან დაკავშირებული სხვა პარტიები და ის ადამიანები, რომლებიც უსასტიკესი დანაშაულებების მონაწილეები იყვნენ, უნდა წარსდგნენ ქართული მართლმსაჯულების წინაშე და გაეცეთ სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხი", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×