რეზონანსი
19.10.2025

მოკლედ, ესეთი ამბებია - მევახშეები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკას ტოვებენო. ყველაზე ძვირი ჩვენ გვიჯდება ხმები და ყველაზე იაფი ოცნებასო, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, “მევახშეები და ხალხის მღლეტავები”, ისეთ ქველმოქმედ და ქვეყანაზე გადაყოლილ ადამიანს რომ დაუპირისპირდებიან, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, შედეგიც სწორედ ასეთი ექნებათ.

“მოკლედ, ესეთი ამბებია - მევახშეები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკას ტოვებენო. ყველაზე ძვირი ჩვენ გვიჯდება ხმები და ყველაზე იაფი ოცნებასო.

სიიაფე არაფერ შუაშია, ხალხი დგას სიმართლის მხარეს, მართალია თქვენთვის, მევახშეებისთვის, ციფრებია მთავარი, მაგრამ ხალხია სიმართლის მხარეს.

ეგრეა ბატონო, მევახშეები და ხალხის მღლეტავები, ქვეყანაზე გადაყოლილ და ქველმოქმედ ადამიანს რომ დაუპირისპირდებით, შედეგიც ეგ გექნებათ, რაც გაქვთ. ხო, ის კიდევ, ჩვენთან პოლიტიკური სიმძიმის ცენტრი, ბიძინაა ივანიშვილი, თქვენთან კიდევ თაზო დათუნაშვილი. უფსკრულივით სხვაობას კი გრძნობთ ალბათ.” - წერს გამსახურდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×