რეზონანსი
19.10.2025

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მედიასთან საუბარში გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაზიარებულ ვიდეოს, რომელშიც აქტივისტი ნესტან ბაგაური ხელისუფლების მოშორებაზე საუბრობს და სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს აკეთებს.

დეპუტატის თქმით, ძალიან დიდი სირცხვილია ევროკავშირის წარმომადგენლობისათვის, ასეთი ვიდეოს დაფინანსება.

„ვიდეო, რომელზეც შალვა პაპუაშვილმა პოსტი გამოაქვეყნა სიძულვილის ენის გამოვლენის ერთ-ერთი სტანდარტული და აშკარა მაგალითია. ვფიქრობ, ძალიან დიდი სირცხვილია ევროკავშირის წარმომადგენლობისათვის, რომ ასეთ ვიდეოს აფინანსებს და აღვივებს ხალხში აგრესიას, ძალადობისკენ მისწრაფებას და ფაქტობრივად, ხელს უწყობს პოლარიზაციას, რომელსაც, როგორც წესი, ევროკავშირი უნდა ებრძოდეს და ამის გადალახვა უნდა ხდებოდეს კონსტრუქციული დიალოგის და ჯანსაღი კრიტიკის, ურთიერთმოსმენის საფუძველზე“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×