რეზონანსი
19.10.2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1964 წელს დაბადებული ე.გ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებული ე.გ. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, დანაშაულის ჩადენის მიზნით შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის და ხელმძღვანელობის, საჯარო დაწესებულების მიერ გამოცხადებულ ტენდერზე უკანონო ზემოქმედების განხორციელებისა და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

„დაკავებულმა საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ მაშინ გადმოკვეთა, ვიდრე მასზე ძებნა გამოცხადდებოდა. სამართალდამცველებმა ე.გ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს. ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×