რეზონანსი
19.10.2025

წინა გამოკითხვის შედეგების თანახმად, რომელიც 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა, AfD-მ (ალტერნატივა გერმანიისთვის) რეკორდულ 26.5%-იან მხარდაჭერას მიაღწია.

ახალი გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 27% მზად არის ხმა მისცეს AfD-ს პარტიას, ხოლო ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირსა და ქრისტიან-სოციალურ კავშირს (CDU/CSU) ამომრჩეველთა 25%-იანი მხარდაჭერა აქვს. გამოკითხვის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 14% მზადაა სოციალ-დემოკრატებს (SPD) მისცეს ხმა, ხოლო 11% მხარს უჭერს მწვანეებს და მემარცხენე პარტიას. გამოკითხვის მიხედვით, სხვა პარტიები ვერ ლახავენ ხუთპროცენტიან ბარიერს გერმანიის პარლამენტში შესასვლელად.

ამასთან, INSA-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რომლის შედეგებიც Bild-მა 14 ოქტომბერს გამოაქვეყნა, აჩვენა, რომ მემარჯვენე პარტიის თანათავმჯდომარე ალის ვაიდელი პირველად შევიდა გერმანიის ათ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკოსთა შორის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×